სოფელ მენჯში სადრენაჟე არხის მოწყობისა და ჭაობის დაშრობის სამუშოები დასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში სადრენაჟე არხის მოწყობისა და  ჭაობის დაშრობის  სამუშოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში 2500 მეტრი სადრენაჟე არხი გაიჭრა.  დაშრობითი ღონისძიებები იმ ტერიტორიაზე  ჩატარდა , რომელიც  4 ათეული წელი დაჭაობებული იყო. მისი სიღრმე დაახლოებით 1,5-2 მეტრს შეადგენდა. აღნიშნული ტერიტორია სამომავლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მენჯის 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობზე  სადრენაჟე მომსახურება აღდგა.

ჩატარებული სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, გიორგი ხუბუამ   დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

2013-2017 წლებში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაცია-ექსპლუატაციის ფარგლებში, ჯამში, 896 კილომეტრი სადრენაჟე არხი გაიწმინდა და მოწესრიგდა, 218 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური კი შეკეთდა.

დღეისათვის, რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დრენირებული ფართობი 2198 ჰექტრით გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები