სემეკმა მოქალაქეებს 44 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. სემეკ-ის ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს. სხდომაზე განსახილველად საკითხები წარმოადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენმა. კომისიამ მომხმარებელთა საჩივრების უმრავლესობა დააკმაყოფილა და ჯამში მოქალაქეებს კომპანიების მიერ დარიცხული 44 860 ლარი ჩამოაწერა.
„კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც“, -აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები