როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 22-დან 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 17-დან 22-მდე.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს 19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
დოდო გვაზავას თქმით, 9 ოქტომბრამდე, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დათბება. უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში 25-30, ხოლო აღმოსავლეთში 23-28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები