„მომავალი წლიდან ელექტრონული წიგნების პროგრამა ამოქმედდება, რაც ჩანთას შედარებით შეამსუბუქებს”

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება.

ამასთან, სკოლებში ინდივიდუალური შესანახი კარადები მოეწყობა, სადაც მოსწავლეს საშუალება ექნება სახლიდან ორი სახელმძღვანელო კი არ ატაროს, არამედ სკოლაში შეინახოს და ეს ჩანთას შედარებით შეამსუბუქებს.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არა დრო, არამედ ხარისხია. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესის ერთი წლით გადაწევის გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა შედეგი მიგვეღო და განსაკუთრებით ხარისხიანი სახელმძღვანელოები გვქონოდა. ახლა ეს სახელმძღვანელოები შემუშავების პროცესშია და თითქმის უკვე მთავრდება. წელს ეს სახელმძღვანელოები, მათი ელექტრონული ვერსია მასწავლებლებისთვის და სპეციალისტებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. მომავალი წლიდან კი ეს პროგრამა დაიწყება. თუმცა რაც შეეხება ჩანთების შემსუბუქებას, კავშირში მხოლოდ ახალ სახელმძღვანელოებთან არ არის. ეს სასწავლო პროგრამის განტვირთვასთან და ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირშია, ეს პროცესი მიმდინარეობს. სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები ეწყობა. ზოგიერთ მოსწავლეს ექნება საშუალება სახლიდან ორი სახელმძღვანელო კი არ ატაროს, არამედ სკოლაში შეინახოს და ეს ჩანთას შედარებით შეამსუბუქებს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები