სკოლებში შრომის გაკვეთილების აღდგენა იგეგმება – “პროექტის მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით”

„შრომის გაკვეთილების საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პროექტის მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს 90%-ზე მეტი სტუდენტების არის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ 10%-ზე ნაკლებია პროფესიულ სასწავლებლებში. ერთ-ერთი მეთოდი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის იქნება სწორედ, შრომის ანუ ხელობის გაკვეთილების აღდგენა. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პროფესიული კოლეჯები განახორციელებენ. ანუ კოლეჯის წარმომადგენლები მივლენ სკოლაში და თავის პროგრამებს აჩვენებს ბავშვებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით და შესაძლო ალტერნატივად განიხილონ პროფესიული განათლება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები