ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი “თბილისი 2017” გაიმართება

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე – საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს.
ღონისძიება ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება ღვინის კვირეულის ფარგლებში.
ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მისი მიზანია გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. 1 ოქტომბერს სასტუმროში რუმს თბილისი და 7 ოქტომბერს 11:00 კაფე ლოლიტაში კუნკურსანტთა შეფასება ორ ეტაპად მოხდება. ხოლო, 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია თბილისის ივენთ ჰოლში.
ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, უკვე მეოთხედ დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი”-ს სამი კავალერი.
კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები. ასევე, ცალკე არის სახალხო ჟიური, რომელიც წელს დაკომპლექტებულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებისგან და მისი თავმჯდომარე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. პროფესიულ ჟიურის ორი თანათავმჯდომარე ჰყავს: შალვა ხეცურიანი (საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, „მარანი ხეცურიანის” დამფუძნებელი) და სტივენ სპურიე – მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერი”-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (Academie du Vin) და ქრისტის (Christie’s) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში ტრადიციულად მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის მცირე მარნებიც.
8 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება 20-მდე კატეგორია, ასევე შედგება ღვინოთა რეიტინგი. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეცილური დიპლომები და პრიზები, რომელიც საგანგებოდ კონკურსისთვის შეიქმნა. ღონისძიებაზე, სერტიფიკატები ასევე გადაეცემათ თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთარებულებს. ცერემონიალზე საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მიანიჭებს სტატუსს სომელიესა და ასისტენტ სომელიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები