თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.
„საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქსელის გაუმჯობესების მიზნით 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის, თრიალეთის, საცხენისის და ედისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები