დეა სოსელიას პერსონალური გამოფენა – „ამანტე“ გაიხსნება

10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გალერეა „ვანდაში“ დეა სოსელიას პერსონალური გამოფენა „ამანტე“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ასახავს განუწყვეტელ კავშირს მხატვარსა და ბუნებას შორის, გულისხმობს მათ მუდმივ ურთიერთობას და ერთმანეთთან თანაარსებობას. მხატვრისათვის ბუნება მნიშვნელოვანი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს, რომელიც გარკვეული ემოციური ფონით მარადიულ სახეს იძენს ნამუშევრებში, განსხვავებით რეალობისა, სადაც გარემო მუდმივ ცვალებადობას განიცდის და არსებობის ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს.
გამოფენის სახელწოდება „ამანტე“ სიმბოლურად ამ მარადიულობას ეხმიანება და ძველქართულად ნიშნავს ერთგვარ ხეს, რომელსაც ცეცხლი არ ეკარება და რჩება მუდმივად.
მისამართი: თბილისი, დ.ჭონქაძის 14

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები