ზვიად ძიძიგური: მერობის ჩვენს კანდიდატს თბილისში მეორე ტური არ დასჭირდება

იმის, რომ ოპოზიცია არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დადებს მე არ მჯერა, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მმართველი გუნდის წევრი კახა კალაძეს უალტერნატივო კანდიდატად თვლის და პროგნოზირებს, რომ თბილისში მერე ტური არ იქნება.
„მერობის ჩვენს კანდიდატს თბილისში არ დასჭირდება მეორე ტური. კახა კალაძე, რომ უალტერნატივოა, ეს ცალსახად ჩანს. მე არ მგონია, რომ ოპოზიციამ დადოს სერიოზული შედეგები, თუმცა ჰყავთ მათ კვალიფიციური კანდიდატები. რეგიონებში, რასაკვირველია, მეორე ტურები გამორიცხული არ არის. ასე რომ წინ საინტერესო არჩევნები გველოდება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები