საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან

საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გამართავენ.

ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება.  დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩებს საშუალება ექნებათ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნონ.

ვიზიტი 5-6 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები