ენერგეტიკის მინისტრის ახალ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ილია ელოშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა.
მიქაუტაძე 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსი იყო, 2004 წელს ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2005 წ.წ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მინისტრის უფროსი მრჩეველი, 2005-2006 წ.წ.- „ვარციხე ჰესების კასკადის“  გენერალური დირექტორის მოადგილე. 2006-2008წ.წ. – „ზაგესი 06-ის” გენერალური დირექტორის მოადგილე, 2008-2009 წ.წ. – შპს ,,გეო ინკორის“- დირექტორის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში, 03.2009-06.2009წ.წ. ,,ხრამჰესი 1″ და ,,ხრამჰესი 2“ -გენერალური დირექტორის მოადგილე, 2008-2009წ.წ. გეს ,,საქრუსენერგო“ -შესყიდვების სამსახურის უფროსი, 2010-2013წ.წ. – გეს ,,საქრუსენერგოს“-გენერალური დირექტორის მოადგილე, 2013-2017 წ.წ. – ,,გეს საქრუსენერგოს“ -გენერალური დირექტორი. ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები