„უცნობი პეტრე ოცხელი“ – კატალოგის წარდგენა გაიმართა

დღეს, ხელოვნების სასახლეში პეტრე ოცხელის კატალოგის „უცნობი პეტრე ოცხელი“ წარდგინება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, კატალოგის წარდგენა Lolita-ში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
„მიუხედავად დაუცხრომელი ცენზურისა, თავისუფალი აზროვნების მუდმივი შეზღუდვისა და ჩარაზული საზღვრებისა, ქართველმა მხატვარმა პეტრე ოცხელმა შექმნა ახალი, განსხვავებული, თანამედროვე და დღემდე გამორჩეული მემკვიდრეობა“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.
ორენოვანი კატალოგი „უცნობი პეტრე ოცხელი“ მხატვრის აზროვნების, ფიქრის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აქამდე უცნობ ფურცლებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველისათვის გადაშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები