კინოთეატრების ქსელისა და დისტრიბუციის განვითარებისთვის საქართველოში ევროკომისიის მისია ჩამოვა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ევროკომისიის პროგრამის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერით, 9-13 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის საექსპერტო მისია.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, მისიის მიზანია, საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის სისტემის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციის მომზადება.
შეხვედრებს, კინოსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მისიის დასრულების შემდეგ, 2 კვირის მანძილზე, ექსპერტები მოამზადებენ წერილობით რეკომენდაციას და დასკვნას.
საექსპერტო მისია შედგება უცხოელი სპეციალისტებისგან:
Ms Edith Sepp-Dallas – ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი. ახალი ევროპული კინოს ასოცისაციის (FNE ) და ევროპული კინოს ხელშეწყობის ქსელის (EFP) თავმჯდომარე. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კინოს საკითხებში მრჩევლად ესტონეთის კულტურის სამინისტროში.
Ms.Renata Pawłowska-Pyra – პოლონეთის კინოს ინსტიტუტის კინოკულტურის და ფილმის გავრცელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში პასუხისმგებელი იყო კინოთეატრების განვითარების, დისტრიბუციისა და კინოგანათლების პროექტებზე.
Mr. Arnfinn Inderhaug – ნორვეგიული კინოორგანიზაციის Film & Kino პროექტის Bygdekinoen – მობილური კინოთეატრი – მენეჯერი. იგი მუშაობს კინოთეატრების განვითარებისა და მართვის საკითხებზე (ექსპერტი ჩაერთვება და პრეზენტაციას გააკეთებს სკაიპის საშუალებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები