შიო ხეცურიანი სკ „რუსთავის” და ქვემო ქართლის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გრძელდება შიო ხეცურიანის წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი საკალათბურთო კლუბ „რუსთავს” და ქვემო ქართლის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ბევრი ვეტერანი დაესწრო. პრეზიდენტობის კანდიდატმა კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
შიო ხეცურიანი: „დამოუკიდებელი საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში რუსთავს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ კლუბის წარმომადგენლებთან, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ისევე, როგორც – ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ რეგიონში კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. აღსანიშნავია ასევე საკალათბურთო გუნდ „მარნეული-დელტას” ხელმძღვანელობის ნაყოფიერი მუშაობა რეგიონში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები