მამუკა მდინარაძე: ახლა არის ჯერი პრეზიდენტზე

პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს სწორად,-ამის შესახებ ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვალ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე თვლის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით პრეზიდენტ მარგველაშვილს შეუძლია ბონუსების და ბლოკების სისტემასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.

ხვალიდნელ შეხვედრას უცხოეთში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე.

.

„ნამდვილად არ აქვს შემადგენლობას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია ის თემა, რომელიც კონსტიტუციას და იმ ორ საკითხს ეხება, რაც დაკავშირებულია ბონუსების სისტემისა და ბლოკების სისტემის გაუქმებასთან. ეს არის ორი საკითხი, რომელსაც ეთანხმებოდა აბსოლუტურად ყველა და რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგა.

ახლა არის ჯერი პრეზიდენტზე. მას შეუძლია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელთა გათვალისწინებაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ეს მოხდა მესამე მოსმენის წინ, მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს სწორად. შემდეგ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში ეს საკითხებიც გავითვალისწინოთ და აისახოს კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ, რომ ეს ცვლილებები შევიტანოთ, ოღონდ ეს იქნება ოდნავ ხანგრძლივი პროცესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები