ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 81-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და 2014 წელს გაუჩინარებული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მნიშვნელოვანი განხილვის საკითხად იქცა, ოკუპირებულ სოფ. ერედვში ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული დანგრევის და ქართული კვალის წაშლის მცდელობის ფაქტებს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 16 ნოემბერს გაიმართება.