ხელებით გადმოცემული საქართველოს ისტორია

3 ოქტომბერს, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 84-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, ეს იქნება სპექტაკლი „საქართველო“, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.  ️სპექტაკლში გადმოცემულია საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია… საქართველოს ისტორია, ნაამბობი სიმღერით, ცეკვითა და ბრძოლით! სევდანარევი სიყვარულით… „ეს იქნება ჩვენი ხელებით ნაამბობი საქართველოს ისტორია – ხელებით, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ!“ –  აცხადებენ თეატრში.
თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ახალი სეზონიდან ახალ მისამართზე უმასპინძლებს მაყურებელს – მერაბ კოსტავას ქ. №59.  ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები