ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ,აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4764 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9075 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9252 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები