კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მშპ-ის ზრდა 4,5%-ზეა დაგეგმილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მშპ-ის ზრდა 4,5%-ზეა დაგეგმილი.
„2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მშპ-ის ზრდა 4,5%-ზეა დაგეგმილი. ბიუჯეტი ითვალისწინებს იმასაც, რომ მშპ გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს. ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი არის ამ ეტაპისთვის ჩვენს რეგიონში არსებულ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
2018 წლის ბიუჯეტი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები