დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთში ბავრას საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე, დელეგაციას დახვდნენ სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი.
ბავრას საბაჟო გამშვები პუნქტი ოფიციალურად სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გახსნა.
საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს საბაჟოზე არსებული ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული შემოწმების ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე რენტგენო სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობა. ბავრას პუნქტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კინოლოგიური სამსახური.
საბაჟო გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები ბავრას საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებული სერვისების შესახებ.
საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე – საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები