ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონა

პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის სია, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის არჩევის მიზნით.
სხდომაზე სამივე კანდიდატთან ინტერვიუ გაიმართა. კომიტეტმა სია მოიწონა და საპარლამენტო ასამბლეას მისცა რეკომენდაცია, 2017 წლის ოქტომბრის სესიაზე კენჭი საქართველოდან მოსამართლის არჩევას წარდგენილი 3 კანდიდატიდან უყაროს.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიიღო, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვენენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები