სტადიონზე მეხანძრე-მაშველებმა საპატიო წრე დაარტყეს

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების თამაშის წინ, მეხანძრეებმა საპატიო წრე დაარტყეს.

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი – „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ „დინამო არენაზე“ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას.

მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

GFF XI მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

მსოფლიოს XI მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი, ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები