მიშა კორძახია: სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გვაქვს მძიმე მდგომარეობა

​ნებისმიერი მშნებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, მიშა კორძახიამ განაცხადა. კორძახია თვლის, რომ ყველა ნიუანსი, უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, დეტალურად არის გასავლელი. „სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გვაქვს მძიმე მდგომარეობა. ნებისმიერი მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ტრაგიკული შემთხვევები, ამიტომ ეს საკითხი უნდა იყოს დეტალურად გავლილი. გვჭირდება ჩვენ ამ კუთხით სხვა ორგანიზაციის შექმნა თუ უკვე არსებულ ბაზას უნდა გადავხედოთ.”-განაცხადა მისა კორძახიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები