ბექა ნაცვლიშვილი: ის ლარის კურსი, რაც არსებობს არის ჩვენი ეკონომიკის სარკე

ლარი უნდა იყოს 2,5 მეათედ ნიშნულთან ახლოს, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილი ლარის კურსის უფრო გამყარებას ვარაუდობს.
„ბიუჯეტი დაგეგმილია 2,5-თან მიმართებაში. ამიტომ, ის ლარის კურსი რაც არსებობს, არის ჩვენი ეკონომიკის სარკე, ეს იმერყევებს ამ ფარგლებში, არც გაუფასურება მოხდება და არც დიდად გამყარებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა მე, როგორც პოლიტიკოსი და არა ექსპერტი, ტენდენციებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ შესაძლოა ლარის კურსი უფრო გამყარდეს, ამის განცხადების საფუძველს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი მაძლევს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები