“მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა აფხაზეთთან დაკავშირებით, მიაწვდინონ ხმა აფხაზებს და მოხდეს მათი რეინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში”
“მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა აფხაზეთთან დაკავშირებით, მიაწვდინონ ხმა აფხაზებს და მოხდეს მათი რეინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გმირთა მემორიალთან, სოხუმის დაცემის დღის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკისთვის მომავალზე ფოკუსირება და სამომავლო თანამშრომლობა საქართველოსთან მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფოკუსირება მომავალზე და სამომავლო თანამშრომლობაზე საქართველოსთან, თუმცა, ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს წარსულში გაღებული მსხვერპლი და ღვაწლი საქართველოს მხრიდან თავისუფლების მოსაპოვებლად. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა აფხაზეთთან დაკავშირებით, მიაწვდინონ ხმა აფხაზებს და მოხდეს მათი რეინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ მიდგომას, ასევე, კონტაქტების განვითარებას აფხაზებთან, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების ღიაობას მათთვის. ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ“, – განაცხადა იან კელიმ.