გიორგი გახარია: ჩვენ ვაკეთებთ ორთაჭალაში „ბიზნეს ჰაუსს“ და ეკონომიკის სამინისტრო, სავარაუდოდ, იქ იქნება

„ჩვენ ვაკეთებთ ორთაჭალაში „ბიზნეს ჰაუსს“ და იქ გვერდზე, სავარაუდოდ, იქნება ეკონომიკის სამინისტრო“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა სავარაუდოდ, ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ გვერდით აშენდება.
„ეკონომიკის სამინისტრო ქირით შენობაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს. ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება წლის ბოლომდე და შესაბამისად, სამინისტროს ექნება თავისი შენობა. ორთაჭალაში უკვე არის სამინისტროების უმრავლესობა, მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და თუ მათ სიახლოვეს იქნება ეკონომიკის სამინისტროც ხარჯების მართვის ნაწილში ბევრად უფრო მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები