გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება

ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შენობის აშენებამდე, შესაძლოა მისამართი ისევ შეიცვალოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სამინისტროს შენობისთვის პროექტი უკვე მზადდება, მშენებლობას კი წელიწად-ნახევარი დასჭირდება.
“ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება. ახლა ვაკეთებთ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს ასაშენებლად და არ მგონია რამე პრობლემა იყოს. პროექტის აშენებას შეიძლება წელიწადი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისევ იქ დავრჩებით, სადმე სხვაგან გადავალთ”, – აღნიშნა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები