მემორიალური დაფა, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის გზავნილს ინახავს, დააზიანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მემორიალური დაფა, რომელიც 2016 წლიდან ისტორიული მნიშვნელობის გზავნილებს ინახავს, დაზიანებულია.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე არიან გასული მერიის შესაბამისი სამსახურები, დაზიანების ხარისხი დადგინდება და აღდგენით სამუშაოებს სავარაუდოდ თბილისის მერია განახორციელებს.
​აღსანიშნავია, რომ მემორიალური დაფა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში განთავსდა. მაშინ, დაფის ქვეშ მომავლის გზავნილებით სავსე კაფსულა ჩაიდო, რომელიც აერთიანებს მოსწავლეების ესეებში, წერილებსა და ნახატებში ასახულ, მომავალი 25 წლიანი განვითარების შესახებ წარმოდგენებს. კაფსულა 25 წლის განმავლობაში შეინახავს ნატვრებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 50 წლისთავზე.
როგორი წარმოგიდგენიათ საქართველო წლების შემდეგ, – სწორედ ამ შინაარსის წერილებს და ფოტო და ვიდეომასალებს მოიცავს ე.წ. დროის კაფსულა, რომელსაც 2041 წელს გახსნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები