დავით სერგეენკო: სწრაფად უნდა იქნას გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული

ზემო ფონიჭალაში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა,
მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.
“მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა. ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას”,- განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება ფაქტზე რეაგირებას, მინისტრის თქმით, პირველ რიგში ძალიან სწრაფად უნდა იქნეს გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული.
ცნობისათვის, დღეს დილის საათებში 206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. 3 წლის გოგონა ამჟამად, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები