რა პროცესებია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას საფინანსო ბაზრებზე

მიმოვიხილოთ გასული კვირის ის მნიშვნელოვანი ამბები, რომლებმაც სავალუტო ბაზარზე რყევების გამო ყურადღება მიიქცია და დამდეგი კვირის ის პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც დიდი ალბათობით ზეგავლენას მოახდენენ საფინანსო ბაზრებზე.
სარეიტინგო კომპანია S$P მა ჩინეთის საკრედიტო რეიტინგი პირველად 1999 წლის შემდეგ შედარებით დაბალ რანგში გადაიყვანა ამას საფონდო ბაზრებზე და თავად იუანისთვის რაიმე შესამჩნევი რეაქცია არ მოყოლია. ჩინეთში ძალიან მალე გაიმართება პარტიის ყრილობა სადაც იმსჯელებენ მომავალი წლების ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ. ცნობისათვის ,საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Standard & Poor’s (S&P) ჩინეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი AA-დან A+-მდე სტაბილური პროგნოზით შეამცირა.
„სტაბილური პროგნოზი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ველით ჩინეთის მდგრად ეკონომიკურ განვითარებს უახლოეს 3-4 წელიწადში. მშპ-ს რეალური ზრდა ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 4%-ზე მაღლა დარჩება, სახელმწიფო ინვესტიციების კლების ფონზეც კი”, – ნათქვამია საკრედიტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზემოთ მოყვანილი ფაქტზე ყურადღება გავამახვილეთ იმის გამო,რომ აღნიშნული რეიტინგის შეცვლით ფაქტიურად აშშ მ ჩინეთს მწვანე გზა მისცა გააუფასუროს იუანი იმ დონემდე რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს, საპირწონედ კი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში ნათელ და ცალსახა მხარდაჭერას ითხოვს.
დამდეგ კვირაში ახალზელანდიაში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. სავარაუდოდ პარლამენტში ორი პარტია დაიკავებს ადგილს, ნაციონალური და ლეიბორისტული პარტიებზეა საუბარი, საქმე ისაა,რომ არცერთ პარტიას დამოუკიდებლად არ შეეძლება ჩამოაყალიბოს მთავრობა. სწორედ ეს გაურკვევლობა ახალზელანდიურ დოლარსა და ავსტრალიურ დოლარს ამყოფებს გაურკვევლობაში.
ამ რეგიონში რისკებს ემატება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან განცხადება, რომ წყნარ ოკეანეში გამოცდის მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალბადის ბომბს.
ოთხშაბათს ფსს მხრიდან გაკეთებული განცხადებისა და ფხენიანის მხრიდან წყალბადის ბომბის წყნარ ოკეანეში გამოცდის, განცხადების შედეგია ის, რომ დოლარი/იენას წყვილმა ზემოთ სვლის მორიგი სტარტი აიღო. ფხენიანის ამ განცხადებას დღეს აშშ პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ ტვიტერზე დადებული პოსტით უპასუხა, რომ ჩრდილო კორეელი კიმ ჩენს, რომელიც, სავარაუდოდ, ჭკუიდან გადავიდა, რომლსაც არაფრად უღირს საკუთარი ხალხის შიმშილი და განადგურება, ძალიან მალე აგებს  ყველაფერზე პასუხს.
აშშ სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ აშშ ყველა დიპლომატიურ ხერხს მიმართავს ფხენიანთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, თუმცა სამხედრო მოქმედებებით საკითხის მოგვარება კვლავ დღის წესრიგში იყო.
ასეთმა პოლიტიკურმა განცხადებებმა დოლარის ინდექსზე ნეგატიურად იმოქმედა და ცოტათი შეასუსტა.
ამ დროს ევროპაში ბაზრები შედარებით ოპტიმისტურ განწყობაზე იმყოფებიან. მერკელის პარტიის შესაძლო გამარჯვების პროგნოზმა, ევროს შეაძლებინა 150 პუნქტიანი ვარდნის შემდეგ 100 პუნქტით გამყარებულიყო. შეგახსენებთ, რომ ევროს ეს ვარდნა, ოთხშაბათს ფსს -ის მხრიდან დოლარის მიმართ მხარდამჭერმა განცხადებებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირას გერმანიაში იმართება ფედერალური არჩევნები და ალბათობა იმისა, რომ ორშაბათს ბაზრები გაიხსნას „გეპით” ძალზე მაღალია. სწორედ ამიტომ იყო , რომ ეფიქსგრუპის ანალიტიკური სამსახურმა 22 სექტემბერს, პარასკევ საღამოს რეკომენდაცია გაავრცელა ტრეიდერებს შორის, რომ ევროს სავაჭრო წყვილებთან საღამოს დაეხურათ პოზიციები.
ნედლი ნავთობის ფასი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მორიგი თავყრილობის გადაწყვეტილებას ელოდება. სანამ საბოლოო შეთანხმება გაფორმდება, მოარული აზრი იმის შესახებ,  რომ ნავთობის მოპოვების კიდევ შემცირებაზეც შეთანხმდებიან და თან ამ შეთანხმებას ნიგერიაც შეუერთდება, შავი ოქროს ფასს ზრდისაკენ უბიძგებს.  იმ შემთხვევაში თუ ეს აზრი არ გამართლდა,  მაშინ ნავთობის ფასის კორექცია მასშტაბური იქნება.
ორიოდე სიტყვით ბიტკოინის შესახებ ვიტყოდით, რომ როგორც 21 სექტემბრის სატელევიზიო ინტერვიუში გადაცემა „ბიზნეს კოდში” აღვნიშნე, ველოდებით მის ფასის დაწევას 3400$ – იან არემდე, შემდეგ ისევ ფასების მატებას. ისე მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტსაც, რომ საერთოდ კრიპტოვალუტების ბაზარზე სიტუაცია სტაბილურდება, „მაინინგზე ” ინვესტიციების ჩადება მატულობს. ამ განცხადების საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ვიდეოკარტებზე RX Vega 56 და Nvidia GTX 1070 მოთხოვნა ძალიან გაზრდილის და მისი შეძენა ორიგინალურ ფასში 400$ თითქმის ამ მომენტისათვის შეუძლებელია.
ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ დამდეგი კვირის ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებმაც შესაძლებელია სავალუტო ბაზარზე შესამჩნევი რყევები გამოიწვიოს
• ორშაბათი 25 სექტემბერი,
• 00 საათი. გერმანიიდან გამოდის სექტემბრის თვის საქმიანი კლიმატის ინდექსი, თუ გამოსული მაჩვენებელი იქნება ნავარაუდევზე 116 ზე მეტი, ევროს გამყარება მოხდება. თუმცა ორშაბათს ევრო გამყარდება დოლარის მიმართ და 1.2030 დონესაც გადალახავს, თუ არჩევნებში  კვირას მერკელის პარტია გავიდა უმრავლესობით.
• სამშაბათი 26 სექტემბერი.
• 00 საათი. ამერიკიდან გამოდის ორი მაჩვენებელი: სექტემბრის თვის მომხმარებელთა ნდობის ინდექსი და აგვისტოს თვეში ახალი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი. ნავარაუდევზე მეტად პოზიტიური მაჩვენებლების გამოსვლა იმოქმედებს დოლარის კურსზე დადებითად.
• ოთხშაბათი, 27 სექტემბერი.
• 12.30 წთ. ბრიტანეთიდან გამოდის ინფორმაცია მეორე კვარტლის მშპ-ს შესახებ. ბრიტანული ფუნტი/დოლარის სავალუტო სავაჭრო ინსტრუმენტი იმოძრავებს გამოსული ინფორმაციისა ადეკვატურად. კერძოდ, პოზიტური მაჩვენებლების გამოსვლის შემთხვევაში ბრიტანული ფუნტი დოლარის მიმართ გამყარდება.
• 16. 30 წთ. ამერიკიდან გამოდის ინფორმაცია, აგვისტოს თვეში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების შესახებ შესახებ.
• 00.00 სთ ზე. ასევე ამერიკიდან გამოდის ინფორმაცია აგვისტოს თვეში უძრავი ქონების ბაზარზე დაუსრულეებელი გარიგებების შესახებ.
• 30 სთ. აშშ -დან ველოდებით ინფორმაციას ნედლი ნავთობის მარაგების შესახებ.
• იმ შემთხვევაში თუ აშშ – დან გამოსული ყველა ეს მონაცემი იყო პოზიტიური, დოლარი გამყარდება ევროს მიმართ.
• ხუთშაბათი, 28 სექტემბერი.
• 00/00 სთ, ახალი ზელანდიიდან ველოდებით ინფორმაციას საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ. მივაქციოთ ყურადღება ზელანდიურ დოლარზე გვექნება მოძრაობა, საპროცენტო განაკვეთის აწევის შემთხვევაში, ზელანდიური დოლარი გამყარდება აშშ დოლარის, ავსტრალიური დოლარის, იაპონური იენასა და განსაკუთრებით კანადური დოლარის მიმართ.
• 30 წთ. აშშ დან გამოდის მონაცემები მეორე კვარტლის მშპ-ს შესახებ. პოზიტიური მონაცემების გამოსვლა დოლარის კურსზე იმოქმედებს და გაამყარებს მას განსაკუთრებით იაპონური იენასა და კანადური დოლარის მიმართ.
• პარასკევი, 29 სექტემბერი:
• 00 სთ. გერმანიიდან გამოდის მონაცემი, სექტემბრის თვეში უმუშევართა რაოდენობის ცვლილების შესახებ. პოზიტიური მაჩვენებლის გამოსვლა კვლავ ევროს გამყარებაზე იმოქმედებს.
• 00 სთ. ასევე ევროკავშირიდან გამოდის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ICP) ნავარაუდევ 1,6% ზე მეტი მაჩვენებლის გამოსვლის შემთხვევაში, ევროს კვლავ გამყარების მომსწრენი გავხდებით.
• 30 წთ კანადიდან გამოდის ივლისის თვის მშპ-ს შესახებ მონაცემები, თუ მონაცემები გამოვიდა უარყოფითი, ამ შემთხვევაში კანადური დოლარი მეტად გაუფასურდება აშშ დოლარის მიმართ,  თუ გამოვიდა პოზიტიური მაჩვენებელი, აშშ დოლარი გაუფასურდება კანადური დოლარის მიმართ.
საერთოდ, ამ კვირას ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩრდილოეთ კორეის ქმედებას, გამოცდის თუ არა მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალბადის ბომბს. თუ ასეთი რამ მოხდა, ოქროს ფასი დიდი ალბათობით მოიმატებს და იაპონური იენა, ავსტრალიური და ზელანდიური დოლარი საგრძნობლად დაეცემა ძირითად ხუთ ვალუტასთან მიმართებაში.
ევროპაში, გერმანიაში კვირას გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიის „ქრიტეანულ-დემოკრატიული კავშირის“ ბუნდესტაგში უმრავლესობით გასვლა, ევროსათვის იქნება ისეთი ფრთების შესხმა რომ ევრო/დოლარის წყვილი მიაღწევს 1.2030 იან და შემდეგ სავარაუდოდ გადაცდება 1.21 იან დონესაც. ასევა ყურადრება მივაქციოთ DAX ინდექსს, სავარაუდოდ, იგი დატესტავს 13 000 დონეს.
გერმანიაში, ფედერალური არჩევნების ასეთის სურათით განვითარების შემთხვევაში, ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში მცირე დროით შეიძლება 3 ლარიანი ნიშნული დატესტოს. თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ ეს დროებითი მოვლენა იქნება და მაქსიმუმ 24 კალენდარული დღის შემდეგ კვლავ ველოდებით ლარის კურსის გამყარებას ევროს მიმართ.

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია

წყარო: bfm
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები