შსს-მ 206 -ე ბაგა-ბაღში სამი წლის ბავშვის გადმოვარდნასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ თბილისის 206 -ე ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
3 წლის გოგონა ამჟამად, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისათვის, დღეს დილის საათებში 206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები