„ცხოვრებისეულ ამოცანად მაქვს დასახული, წვლილი შევიტანო თბილისისა და ჩემი რაიონის განვითარებაში – ინტერვიუ გიორგი ბირბიჩაძესთან

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე   თვეზე ნაკლები რჩება,  საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ, მათ საარჩევნო გეგმებს  აცნობენ და ადგილობრივების პრობლემებს  ისმენენ. რა  მთავარი საკითხები  აწუხებს ვაკის რაიონის მოსახლეობას, როგორ გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში  რაიონში  არსებული გამოწვევების  დაძლევას – ამ და სხვა თემებზე პორტალ `კვირასთან“ ინტერვიუში  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის (ვაჟა–ფშაველას კვარტლები და ნუცუბიძის ფერდობი) მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე საუბრობს. გიორგი ბირბიჩაძე პროფესიით ექიმია,  სხვადასხვა დროს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და  ღუდუშაურის  კლინიკა  ქირურგის ასისტენტ- პრაქტიკანტად მუშაობდა, შემდეგ სარეკლამო და სამშენებლო ბიზნესში განაგრძო საქმიანობა.  ბოლო ორი წელი კი, ვაკის რაიონის  გამგებლის მოადგილის პოზიცია ეკავა,  ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 

–         ბატონო გიორგი ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკის რაიონის  გამგებლის მოადგილე იყავითრამდენად  სიღრმისეულად  იცნობთ ამ რაიონის  საჭიროებებს?

–         დავიბადე და  და გავიზარდე  ამ რაიონში,   შესაბამისად ყველა ის პრობლემა, რომელიც  ამ რაიონში იყო   და არის ჩემთვის ცნობილია.  ცხოვრებისეულ ამოცანად მაქვს დასახული, რომ რაღაც მცირე წვლილი შევიტანო ქალაქის და ჩემი რაიონის განვითარებაში, ჩავთვალე, რომ  კერძო სექტორთან შედარებით, საჯარო მმართველობის სისტემაში უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემოდა ამისთვის, ამ ეტაპზე.
ჯერ  საუბნო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, ბოლო ორი წელი კი გამგებლის მოადგილის პოზიციაზე  მოქალაქეთა ზრუნვისა და სოციალური მიმართულებას ვკურირებდი, გარკვეულწილად, ეს მიმართულება კავშირშიცაა  ჩემ პროფესიასთან.  ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცნობ  ვაკის რაიონში არსებულ ვითარებას, იმას თუ რა აწუხებთ ადგილობრივებს.  შეიძლება ითქვას, რომ  ამ რაიონის მოსახლეობასაც ძირითადად ის პრობლემები აქვს, რაც დედაქალაქის დანარჩენი ნაწილი მცხოვრებლებს, ჩვენმა გუნდა,  კახა კალაძის ხელმძღვანელობით, საარჩევნო გეგმაში სწორედ   ეს მიმართულებები გაწერა პრიორიტეტებად.  ესენია: ეკოლოგიური პრობლემები, ურბანული განვითარება – ქაოტური მშენებლობები, სატრანსპორტო პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა და სხვა..მართალია,  ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი   მსხვილი პროექტი განხორციელდა  დედაქალაქში , მათ შორის ხიდების რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩის ესტაკადა, თამარაშვილის ხეივნის სრული რეაბილიტაცია,  ეკოლოგიური  პროექტები, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. ჩვენი მიზანია ამ პრობლემების  ეტაპობრივად შემცირება და საბოლოოდ აღმოფხვრა.დარწმუნებული ვარ,  ჩემს შესაძლებლობებში და იმ გუნდში, რომელთან ერთადაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მომიწევს  დედაქალაქის მართვა. ვთვლი, რომ  საკრებულოში ყოფნით, როგორც რაიონისთვის ასევე ქალაქისთვის უფრო მეტის გაკეთება შემეძლება და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი.

–         რატომ უნდა  დაგიჭიროთ მხარი  ამომრჩეველმა სწორედ თქვენ

-ყოველგვარი გაზვიადების გარეშე გეტყვით, რომ გამგებლის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში ჩვენი რაიონის მცხოვრებლებს,  ფაქტობრივად,  ყოველდღიურ რეჟიმში ვხდებოდი, ვეკონტაქტებოდი, როგორც გამგეობაში, ასევე გასვლითი შეხვედრების ფორმატით და ტელეფონით, ვისმენდი  მათი    პრობლემების შესახებ, შემდეგ კი შესაბამის რეაგირებას ვახდენდი, რათა   დროულად მომხდარიყო ამ პრობლემების გადაწყვეტა.  ამ ყველაფერს ვაკეთებდი  ყოველგვარი აფიშირებისა და პიარის გარეშე,  რადგან, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ მოქალაქეების მიერ დაქირავებული მოხელეები ვართ და მათთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ჩვენი კეთილი ნება კი არა, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებთან   მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაგრძელდება   მუშაობა  და ეს არ იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ამას მოჰყვება ადგილობრივებისთვის სასიკეთო, კონკრეტული შედეგები, ასე იყო აქამდეც.

თქვენს რაიონში ბოლო წლების განმავლობაში  განხორციელებულ  რომელ პროექტებს გამოყოფდით?

 – ის რომ ჩვენ რეალურად ვზრუნავთ ხალხზე, ამაზე  მარტივი ციფრებიც მეტყველებს , მაგალითად, სოციალური მიმართულების  დაფინანსება –   ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ  ვაკის გამგეობა  სოციალური მიმართულებით, სხვადასხვა საჭიროებისამებრ 15 ათასზე მეტ ადამიანს დაეხმარა, ამასთან,  თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში, რომელიც ასევე ჩემი კურატორობის ქვეშ იყო – ეს ეხება ლიფტებს, წყალ-კანალიზაციას, სახურავებს   4 – ჯერ არის გაზრდილი იმ კორპუსების რაოდენობა, რომელთაც მიიღეს, თანხები და ეს არის არასრული ჩამონათვალი.. ძალიან მნიშვნელოვანია ბაგა-ბაღების მშენებლობები, როგორც ჩემს რაიონში ასევე დედაქალაქის მასშტაბით,  როგორც იცით, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, თუმცა მეორეს  მხრივ ამან შექმნა ადგილების დეფიციტი საჯარო  ბაღებში და ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობის  წინაშე დადგა   ამას ემატებოდა ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს 50-მდე ბაგა-ბაღი,  ფაქტობრივად, დაიხურა, შენობების  ნაწილი  პარტიული ოფისებისთვის,ზოგიც სხვა მიზნებისთვი იქნა გამოყოფილი..სამ ბაღს, არსებული ხელისუფლების  პირობებში, ფუნქცია დაუბრუნდა, ასევე 12 ბაღი უკვე აშენებულია, 13-ის მშენებლობა მიმდინარეობს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში  ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.. კონკრეტულად ჩემს  საარჩევნო ოლქში – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში  ახალი ბაღი შენდება, მშენებლობა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 280-მდე აღსაზრდელს მიიღებს, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია.

ბატონო გიორგი,  საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა, თქვენი კონკურენტების შესაძლებლობებსა და შანსებზე  რას გვეტყვითრამდენად კარგად იცნობთ მათ საარჩევნო პროგრამას?

–         რამდენიმე მათგანიც საარჩევნო პროგრამას მეტ-ნაკლებად ვიცნობ, თუმცა  მათ პროგრამაში ჩადებული დაპირებები იმდენად აბსურდულია,რომ  საზოგადოებას ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს ამისი მიხვედრა.  მაგალითად, პენსიის 50 ლარით გაზრდა და სხვა..  მათ  თავის დროზე ჰქონდათ ასპარეზი, რომ რეალურად გადაედგათ სასიკეთო  ნაბიჯები ჩვენი მოქალაქეებისთვის და საინტერესოა რატომ ვერ განახორციელეს მსგავსი დაპირებები?! ჩვენი საარჩევნო კამპანია კი ეფუძნება რეალურად განხორციელებად პროექტებს, რადგან მეც და ჩემი თანაგუნდელებიც კარგად ვიცნობთ პრობლემებს, ვიცით რა რესურსი გვაქვს. სიმართლე, რომ გითხრათ  ჩემი კონკურენტები ის პრობლემებია, რომლებიც  ჩემი რაიონის წინაშე დგას, ჩემს რესურსს სწორედ ამ გამოწვევების დაძლევას მოვახმარ, თუმცა ჯანსაღი კრიტიკისთვისაც მზად ვარ.

დედაქალაქის  მერობის კანდიდატზე  კახა კალაძეზე  რას იტყოდით?

–         კახა კალაძე არის  უპატიოსნესი ადამიანი, მისი სახელი ყოველთვის  წარმატებასთან ასოცირდებოდა,  ის ძალიან მოწადინებულია, რომ ეფექტურად და დროულად გადავჭრათ  დედაქალაქში არსებული პრობლემები და თბილისი გავხადოთ უკეთესი. მჯერა რომ  დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ  და  ჩვენი გუნდი კახა კალაძის თაოსნობით მოახერხებს  იმას, რომ თბილისი  რეალურად იქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად.

და ბოლოს, წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებდით, როგორი ვითარებაა  ქვეყანაში ამ მხრივ?

–         ბოლო წლების განმავლობაში და დღესაც, ჩემ რაიონში მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა  ვინმეს ვინმესთვის წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებაში ხელი შეეშალოს, თუმცა,  მე მახსოვს წინა ხელისუფლების პერიოდი, როდესაც იმჟამინდელი მმართველი გუნდისგან   განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების  მქონე რამდენიმე  ჩემი მეგობარი ციხეშიც აღმოჩნდა, ზოგს ოჯახის წევრი დაუჭირეს, ზოგი ქვეყნიდან გააქციეს.. ჩვენ ასეთი მეთოდებით ბრძოლაზე ცალსახად უარი ვთქვით, ჩვენი ძალისხმევა დედაქალაქელებისთვის უკეთესი გარემოს შექმნისკენ გვაქვს მიმართული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები