შოთა ხაბარელი: გრანდიოზული მოვლენაა, როცა ქვეყანაში ჩამოდიან მსოფლიო ვარსკვლავები

ეს არის საკმაოდ მიზერული თანხა, რაც ვარსკვლავების ვიზიტისთვის დაიხარჯება, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა. შოთა ხაბარელი საქართველოში სპორტის ვარსკვლავების დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და გრანდიოზულ მოვლენად აფასებს მათ ჩამოსვლას ქვეყანაში. ხაბარელის ინფრომაციით ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იქნება.
„გრანდიოზული მოვლენაა, როცა ქვეყანაში ჩამოდიან მსოფლიო ვარსკვლავები. ეს აქცია იქნება საქველმოქმედო, ბილეთის ფასებიც არ არის მაღალი იწყება 10 ლარიდან 25 ლარამდე. ეს არ მისი ბიუჯეტში და ეს მოხმარდება გაჭირვებულ ადამიანებს. მისასალმებელია, რომ სპორტის განვითარების კუთხით ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ტარდება”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები