გიორგი ტყემალაძე: მე არ ვარ სიაში და მაჟორიტარ კანდიდატებს არ სჭირდებათ გარანტიები

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარ საარჩევნო სიაშიც, რაც არასწორია, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. ტყემალაძე თვლის, რომ არცერთი მაჟორიტარი კანდიდატი არ უნდა იყოს პარტიულ სიაში.
„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მე სიითაც ვიყრი კენჭს. მე არ ვარ სიაში და მაჟორიტარ კანდიდატებს არ სჭირდებათ გარანტიები. მაჟორიტარად როცა გასახელებს გუნდი, ეს არის უკვე ბერკეტი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ არცერთი მაჟორიტარი კანდიდატი არ უნდა იყოს პარტიულ სიაში”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ „ კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები