გიორგი ტყემალაძე: აუცილებელია თითოეულ ამომრჩეველთან კომუნიკაცია

ის, რაც აწუხებს რაიონის მოსახლეობას უნდა იყოს მათთან ერთად გადაწყვეტილი, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. ტყემალაძე იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღეის მდგომარეობით, სამგორის მოსახლეობას აწუხებს.
„აუცილებელია თითოეულ ამომრჩეველთან კომუნიკაცია. სამგორის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა ნაგავსაყრელის მოწესრიგებაა. მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა. ინფრასტრუქტურული პროგრამები ბოლო დროს არის განხორციელებული, მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, უკვე დაწყებულია ცენტრალური მაგისტრალის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ის, რომ ამ ოლქში ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი და მე, როგორც გუნდისგან, ასევე მოსახლეობისგან მაქვს მხარდაჭერა.ჩემი სურვილია, ყველა უბანი გავხადოთ სიცოცხლით სავსე”, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები