წაღვერში, ხანძრის ქრობის სამუშაოებს 5 ვერტმფრენი განახორციელებს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს 5 საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება – საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, უშუალოდ ცეცხლის კერებთან, ინტენსიურად მუშაობდა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა გზა, რომლის მეშვეობითაც მოხდა მიუვალ ადგილებში, ცეცხლის კერებამდე ავტოტექნიკის შეყვანა. ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. ვერტმფრენებმა გუშინ 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები