საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება (ვიდეო)

საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები – განხილვის ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კანადელ კოლეგასთან ჰარჯიტ სინგ საჯანთან შეხვედრისას ისაუბრა.
მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა ტორონტოში, კანადის თავდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისში შედგა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან იზორიამ კოლეგას კანადის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კანადის მხრიდან ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოში მოვლინებაზე.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე მეტყველებს მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კანადური ხომალდის შემოსვლაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში ვიზიტის ფარგლებში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად ჩავიდა. ტორონტოში გამართული შეხვედრისას ლევან იზორიამ კანადელ კოლეგას საერთაშორისო თამაშების გახსნის ცერემონიალზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

https://www.youtube.com/watch?v=tMQ7wHqJCKE&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები