ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მეთიუ ფოქსს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ ფოქსი მიიღო. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ესწრებოდა.
შეხვედრისას, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემები საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება.
ზურაბ ალავიძემ აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა – საავტომობილო გზები და წყალმომარაგება.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები