დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა

0

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკში მმართველი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.
აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში.
აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან, რაც მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მეთიუ ფოქსმა აღნიშნა, ბანკი ხელს უწობს საქართველოს ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებას როგორიცაა: ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ენერგეტიკის სფერო. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი, რომელსაც დამაიმედებელი სამომავლო პერსპექტივები გააჩნია,” – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი (Yesim Elhan-Kayalar) და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

კომენტარები

კომენტარი