აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახური ახალ “საბაჟო პუნქტს“ ხსნის
“ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი, სპეციალიზებული “საბაჟო პუნქტი“ გაიხსნება, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება”, – ამის შესახებ ინფორმაციას “აპსნი.რუ” ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „პუნქტის“ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა მისი მოქმედების არეალში მთლიანად ოკუპირებული რეგიონი და საავტომობილო “გამშვები პუნქტი – ადლერი” შედის. „საბაჟო-გამშვები პუნქტის“ გახსნის შესახებ ბრძანებას 12 სექტემბერს რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბულავინმა მოაწერა ხელი. „პუნქტის“ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ბრძანებაში ნათქვამია, რომ მისი მოქმედების არეალში შედის მთლიანად ოკუპირებული რეგიონი და საავტომობილო “გამშვები პუნქტი – ადლერი”. რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის განკარგულება ძალაში 2017 წლის 1 ნოემბერს შევა. სწორედ ამ თარიღისთვის იგეგმება ახალი „გამშვები პუნქტის“ ამოქმედება”, – წერს აპსნი.რუ.