დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

​ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან განიხილა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად დასრულებაზე გაამახვილა, რაც საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შეთანხმების რატიფიკაციას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ეკონომიკის ისეთ სექტორებში წარიმართა, როგორიცაა ტურიზმი და ინდუსტრიული მიმართულება. შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების შეთანხმების გაფორმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები