ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ღონისძიებები გრძელდება

თუშეთში, ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ღონისძიებები გრძელდება.
როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ღამის განმავლობაში, ახალი კერები არ გაღვივებულა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ცეცხლის ლოკალიზებას 50-მდე მეხანძრე, მეტყევე და რეინჯერი ცდილობს. ხანძრის ჩაქრობის პროცესში  ავიაციის ჩართვა ამ დროისთვის არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები