ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზიის დამყაჩაღებლის ვინაობა ცნობილია

სამართალდამცავებისთვის ტაშკენტის ქუჩაზე ყაჩაღობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს შემთხვევა ცხელ კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მის დასაკავებლად. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა მაღაზიიდან მცირე ოდენობის თანხა წაიღო. შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის N 23-ში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა, სადაც ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები