კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობის გარეთ აფეთქებისას გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია – რას აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი

„კვირას“ ინფორმაციით, კიბერნეტიკის ინსტიტუტში, სადაც გაზის ბალონი აფეთქდა, დაახლოებით 40 წლის კახა ა-ვი დაიღუპა. გარდაცვლილი კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსის“ მიერ დაქირავებული პირი იყო.
როგორც „კვირას“ კიბერნეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თამაზ სულაბერიძემ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ტრაგედიის მიზეზი გაუფრთხილებლობაა. „ჩემი ინფორმაციით, გაზის ბალონის აფეთქება შენობის გარეთ მოხდა. მუშა სიგარეტს ეწეოდა და სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გადააგდო, რის შედეგადაც, გაზის ბალონის აფეთქება მოხდა. დაახლოებით უკვე ერთი წელია, ინსტიტუტში სარემონტო სამუშაოებს კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსი“ აწარმოებს. სამუშაოები თითქმის სრულდებოდა და სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მოხდა“, – აღნიშნა თამაზ სულაბერიძემ.  ცნობისათვის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სადაც გაზის ბალონი აფეთქდა, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დარეჯან მეფარიშვილმა განუცხადა, კიბერნეტიკის ინსტიტუტში ცოტა ხნის წინ სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოებს კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსი“ აწარმოებდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები