მიხეილ ყაველაშვილი ფრენბურთის ​არენისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელის მინიჭების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელის მინიჭების ცერემონიას დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ ღვაწლის დაფასება, რაც ბატონმა ვაჟამ ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. „მნიშვნელოვანია იმ ღვაწლის დაფასება, რაც ბატონმა ვაჟამ ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა, თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში. მივესალმები ფრენბურთის არენის ოლიმპიური ჩემპიონის სახელის მინიჭების საკითხს. ასეთი წარმატებული სპორტსმენების ინდივიდუალური და გუნდური მიღწევები ქმნის ქართული სპორტის ისტორიას. მჯერა, კიდევ არაერთი წარმატებული და სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება ამ ოლიმპიურ სასახლეში “, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ვაჟა კაჭარავას, ოლიმპიური თამაშების გარდა, მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და არაერთი ინდივიდუალური პრიზი. დღესვე, ვაჟა კაჭარავას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო ვეტერან სპორტსმენს მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა, ოლიმპიელის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები