თბილისში სამხრეთ-კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი ტარდება

თბილისში სამხრეთ-კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი ტარდება. როგორც ”კვირას“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავრი მიზანი საერთაშორისო მტიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი სამედიცინო პრაქტიკის გაზიარებაა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.
მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტი, პროფესორი პურანდარე. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა ისრაელიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. სამხრეთ-კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი დღეს გაიხსნა და 2 დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები