ირაკლი კობახიძე მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტს, ჩიტარანჯან ნარახანი პურანდარეს და სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს შეხვდა.
როგორც “კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების, ასევე, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციასა და მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მიგვანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის დახმარება, ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციასთან თანამშრომლობა მოგვცემს. ეს ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი მხრიდან.
სტუმრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, რომ აუცილებლად მოახდენენ ინვესტირებას საქართველოში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კომიტეტის წევრი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები