სუს-ი: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გაათავისუფლეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ, „სახელმწიფო საზღვრის“ რეჟიმის დარღვევის გამო დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
„ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია, სააგენტო „სპუტნიკმა“ დე ფაქტო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები