“მსოფლიო ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 100-ზე მეტ პროექტში 4.3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა”

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით. ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა 4,3 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, საიდანაც მიმდინარე პროექტები მილიარდზე მეტია, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიციები გააკეთა”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მსოფლიო ბანკის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, დღის მეორე ნახევარში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები