დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა​”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგნოზირება არის უმადური საქმე და რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ საგადასახადო ბალანსი გაუმჯობესებულია 700 მილიონ დოლარამდე.
“ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში არის შემოსული მეტი წინა წელთან შედარებით; ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი, ტურიზმიდან ამონაგები არის მეტი. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი. შესაბამისად, არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება, გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა”,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ლარიზაციის პროგრამაში მოსახლეობის სესხები გაზრდილია 43%-დან 53%-მდე.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით”, – განაცხადა ფინანსათა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები